Accessibility links

ჩილეში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ხმა, 47% ერგო ყოფილ პრეზიდენტს, სოციალისტური პარტიის წევრ მიშელ ბაჩელეტს. რახან მან ხმების ნახევარზე მეტი ვერ მოაგროვა, 15 დეკემბერს გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ბაჩელეტს დაუპირისპირდება კონსერვატიული ძალების წარმომადგენელი ეველინ მათეი. მას ხმების 25% ერგო. ბაჩელეტი - ჩილეს პირველი პრეზიდენტი ქალი - სახელმწიფოს მეთაური იყო 2006-2010 წლებში. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, ჩილე სამხრეთ ამერიკის ლიდერი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG