Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გარდაიცვალა მეამბოხეების ერთ-ერთი ლიდერი


სირიაში გარდაიცვალა მეამბოხეების ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის ლიდერი, აბდულ-ყადირ სალეჰი. სალეჰი იყო „თაუჰიდის ბრიგარდს“ დამაარსებელი და, როგორც იუწყებიან, დაიჭრა ხუთშაბათს, სარაკეტო იერიშისას. ბრიგადის წარმომადგენლის განცხადებით, ის ორშაბათს თურქეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. „თაუჰიდის“ ბრიგადას 10 000-მდე მებრძოლი ჰყავს და მთავარი ჯგუფია, რომელიც ჩრდილოეთში მდებარე ალეპოს პროვინციაში ებრძვის სირიის პრეზიდენტის ჯარებს. „თაუჰიდის“ ბრიგადა თავდაპირველად იყო „სირიის თავისუფალი არმიის“ ნაწილი, მაგრამ მას სექტემბერში გამოეყო. სირიის მთავრობის ჯარებმა ბოლოხანს პოზიციები გაიუმჯობესეს მეამბოხეებთან ბძროლაში. სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო და, ბოლო მონაცემებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG