Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ისრაელს შორის გაფორმდა ვიზების შესახებ შეთანხმება


ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შეთანხმება გააფორმეს საქართველოს და ისრაელის მთავრობებმა. შეთანხმებას დღეს თბილისში მოაწერეს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფაინა კირშენბაუმმა. შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ჩავიდნენ. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შეთანხმებას. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ორივე დოკუმენტი ოფიციალურად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მხარეები აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს დაასრულებენ.
XS
SM
MD
LG