Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში განაგრძობენ ხმების დათვლას არჩევნების ახალი ტურის შემდეგ


კოსოვოში ხმებს ითვლიან უმეტესწილად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში მას შემდეგ, რაც ადგილობრივი არჩევნების წინა ტურის შედეგები ძალადობის გამო გაუქმდა. კვირას ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ქალაქ მიტროვიცის სამ უბანში. წინა არჩევნების დროს, 3 ნოემბერს იქ სერბმა ულტრანაციონალისტებმა გაანადგურეს საარჩევნო ყუთები და ზეწოლა მოახდინეს ამომრჩევლებზე. ამჯერად კენჭისყრამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. კოსოვოს ხელისუფლების მონაცემებით, კვირას გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 22%-ზე მეტი. წინასწარ შედეგებს დღესვე მოელიან.
XS
SM
MD
LG