Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას


საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარუდგინა საპარლამენტო უმრავლესობამ. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს. წარდგენა 17 საათზე დაიწყება კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვლება. ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად დასახელებულია თბილისის პოლიციის უფროსის ალექსანდრე ჭიკაიძის კანდიდატურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 19 ნოემბერს განიხილება საპარლამენტო კომიტეტებში, კენჭისყრა კი 20 ნოემბერს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ბიძინა ივანიშვილი შეასრულებს.
XS
SM
MD
LG