Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაზე მსჯელობენ


ბრიუსელში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ვილნიუსის სამიტამდე უკრაინის სტატუსის განსახილველად. მინისტერიალი ტარდება ერთი დღით ადრე, ვიდრე უკრაინის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს მისცემდა სამკურნალოდ გერმანიაში წასვლის უფლებას. ამ ნაბიჯს ევროკავშირი აცხადებს კიევთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის პირობად. ხელმოწერა კი დაგეგმილია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე, მიმდინარე თვის ბოლოს. ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ მოელის „არსებით საკითხებზე“ დისკუსიას: „ჩვენ ვუახლოვდებით ვილნიუსის სამიტს, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ ისტორიული იყოს, მაგრამ რამდენჯერმე გავაფრთხილე უკრაინის ხელისუფლება, არ მიეყვანათ საქმე ბოლო წუთამდე. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით“.
XS
SM
MD
LG