Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას“


საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა წარმოადგინა. მას ცვლილება არ შეუტანია და აცხადებს, რომ „უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას“. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურა, ამ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა საპარლამენტო უმრავლესობამ. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება ეხება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, რახან ის თავად ღარიბაშვილს ეკავა. მის ნაცვლად დასახელებულია თბილისის პოლიციის უფროსის, ალექსანდრე ჭიკაიძის კანდიდტურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 19 ნოემბერს განიხილება საპარლამენტო კომიტეტებში, კენჭისყრა კი 20 ნოემბერს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ბიძინა ივანიშვილი შეასრულებს.
XS
SM
MD
LG