Accessibility links

logo-print

პუტინი ხედავს ირანის გარშემო უთანხმოების მოგვარების „რეალურ შანსს“


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობს ირანის ბირთვულ პროგრამაზე ხანგრძლივი უთანხმოების მოგვარების „რეალური შანსი“. კრემლის განცხადებით, პუტინმა და როჰანიმ ტელეფონით ისაუბრეს პუტინის თხოვნით, ირანთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დაწყებამდე ორი დღით ადრე. ირანთან მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის - მოლაპარაკება ისევ ჟენევაში გაიმართება. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. შეთავაზებული შეთანხმება, ცნობების თანახმად, ითვალისწინებს ირანის უარს ბირთვული პროგრამის გარკვეულ ნაწილზე, მის მიმართ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG