Accessibility links

logo-print

ალასანია: კონსულტაციების შედეგად გადაწყდება გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხი


„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის შეცვლის საკითხი მთავრობისა და პრეზიდენტის კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ალასანიამ მინისტრთა კაბინეტის წარდგენის შემდეგ განაცხადა. "არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ კანდიდატურებზე. ეს ცვლილება გამოიწვია კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა. გადაერქვა სახელი გაერთიანებულ შტაბს და გენერალური შტაბი ერქმევა. აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა გადანიშვნები შტაბის შემადგენლობაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტები არ შეიცვლება.
XS
SM
MD
LG