Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში აფეთქებებმა შეიწირა 22 ადამიანი, მათ შორის ირანის კულტურის ატაშე


ბეირუთში 22 ადამიანი დაიღუპა ირანის საელჩოსთან ორი აფეთქების შედეგად. დაიჭრა ათობით ადამიანი. ლიბანში ირანის ელჩი, ღაზანფარ როქნ-აბადი არ დაშავებულა, მაგრამ იუწყებიან, რომ დაიღუპა ირანის კულტურის ატაშე, იბრაჰიმ ანსარი. საელჩო მდებარეობს ლიბანის დედაქალაქის რაიონში, სადაც ძლიერი პოზიცია აქვს შიიტურ მოძრაობა "ჰიზბოლას". ის, ირანთან ერთად, არის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძლიერი მოკავშირე. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს.
XS
SM
MD
LG