Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გრინპისმა“ მოაგროვა გირაო რუსეთში დაკავებული აქტივისტების ნაწილისთვის


საერთაშორისო გარემოსდამცველმა ორგანიზაცია „გრინპისმა“ 6 მლნ რუბლი (184 300 დოლარი) მოაგროვა რუსეთში დაკავებული აქტივისტებიდან სამის გასათავისუფლებლად. ეს აქტივისტები არიან რუსეთის მოქალაქეები ეკატერინა ზასპა, დენის სინიაკოვი და ანდრეი ალახვერდოვი. ფულს დეპოზიტზე შეიტანენ, როგორც კი საგამოძიებო კომიტეტი გასცემს ინფორმაციას ანგარიშის ნომერზე. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „გრინპისის“ პრეს-სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით. რუსეთში სასამართლომ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ზემოხსენებული სამი აქტივისტის თავდებით გათავისუფლების თაობაზე. რუსეთში „გრინპისის“ სულ 30 აქტივისტი დააკავეს არქტიკაში „გაზპრომის“ სამუშაოების წინააღმდეგ სექტემბერში ჩატარებული აქციის დროს.
XS
SM
MD
LG