Accessibility links

logo-print

მარტვილი შეშის გარეშე რჩება


მარტვილის მოსახლეობა ტყეკაფებით სარგებლობას ვერ ახერხებს. ტერიტორიები, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტრომ შეშის მოსაჭრელად გამოყო, მიუვალ მთებშია. მარტვილისთვის გამოყოფილი ტყეკაფი სოფელ კურზუს ესაზღვრება. რთული გეოგრაფიული პირობების გამო იქ მხოლოდ სატვირთო მანქანა და ტრაქტორი ახერხებს ასვლას. მოსახლეობის ინფორმაციით, შეშის მოპოვების პროცედურა იმდენად რთულია, რომ ხშირად ეს დაჯარიმების მიზეზი ხდება. ამასთან, სოფლები არ არის გაზიფიცირებული და მოსახლეობა გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად ძირითადად შეშას ხმარობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებული მამუკა ცინდელიანი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერ მოინახა ალტერნატიური ტერიტორია, რომელიც ტყეკაფად გამოდგება, თუმცა სატყეო სამსახური ამ პრობლემაზე დღემდე მუშაობს.

XS
SM
MD
LG