Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოში განახლდა მერაბიშვილის საქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლომ განაახლა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პროკურატურა ადანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარადგინეს დასაკითხ პირთა ნუსხა. მათ შორის არიან ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. თავად ვანო მერაბიშვილმა მოითხოვა, რომ მტკიცებულებათა ნუსხაში შევიდეს 26 მაისის აქციის დაშლის თაობაზე ამერიკული კერძო კომპანია "დენსუსის" დასკვნა, რომელიც მერაბიშვილის განცხადებით, ადასტურებს მის უდანაშაულობას. სხდომის მიმდინარეობისას მერაბიშვილის მხარდამჭერებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართეს ფოტოგამოფენა, რომელიც ორგანიზატორთა შეფასებით, ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს დანაშაულის აღკვეთისთვის ასამართლებენ.
XS
SM
MD
LG