Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტებში დასრულდა მინისტრობის კანდიდატების მოსმენა


მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაასრულეს საპარლამენტო კომიტეტებმა. დღესვე კანდიდატები შეხვდებიან საპარლამენტო უმცირესობას, უმრავლესობას და უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატების ფრაქციას.მთავრობის მომავალი წევრების განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო პროგრამა უცვლელი რჩება და მთავრობა განაგრძობს კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ არჩევნებამდე დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობას და დაპირებების შესრულებას. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთავრობო პროგრამისადმი აქვს შენიშვნები და შეკითხვები, რომლებიც ძირითადად შეეხება ფინანსურ-ეკონომიკურ მიმართულებას და გარემოს დაცვის სფეროს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის შეფასებით, მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობამ ვერ შეასრულა მის მიერვე დაგეგმილი ბიუჯეტი და ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.
XS
SM
MD
LG