Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამა გააცნო საპარლამენტო უმცირესობას


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის პრიორიტეტად ასახელებს „ძლიერი, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას“. ამის შესახებ მან განაცხადა საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას."იმისათვის, რომ დემოკრატიულმა რეფორმებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და განხორციელდეს ფართომასშტაბიანი რეფორმები, მთავრობა საზოგადოების აქტიური მონაწილეობით გაატარებს საკონსტიტუციო რეფორმებს, მნიშვნელოვნად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას, უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოების დაბალანსებულ მუშაობას, შექმნის რეალურ თვითმმართველობას, ფუნდამენტურ რეფორმას განახორციელებს მართლმსაჯულების სფეროში, უზრუნველყოფს მრავალპარტიული პოლიტიკის სისტემის არსებობას" - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან საპარლამენტო უმცირესობას გააცნო სამთავრობო პროგრამის სხვა პუნქტებიც, რასაც მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობების წარმომადგენლების შეკითხვები ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.
XS
SM
MD
LG