Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ გირაო შეუფარდა „გრინპისის“ კიდევ შვიდ აქტივისტს


სანქტ-პეტერბურგში სასამართლომ გირაო შეუფარდა გარემოსდამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ კიდევ შვიდ აქტივისტს. ეს აქტივისტები არიან ბრაზილიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, პოლონეთის, იტალიისა და კანადის მოქალაქეები. მათ გამოუშვებენ თითოეულის მიერ 2 მლნ რუბლის (61 300 დოლარის) გირაოს გადახდის შემდეგ. გუშინ სასამართლომ გირაო შეუფარდა რუსეთის სამ მოქალაქეს. ისინიც მიეკუთვნებიან 30 აქტივისტს, რომელიც რუსეთში წელს, სექტემბერში დააკავეს არქტიკაში „გაზპრომის“ საქმიანობის საწინააღმდეგო აქციის დროს. დაკავებულებს თავდაპირველად წაუყენეს მეკობრეობის ბრალდება, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით მეკობრეობის ბრალდება შეიცვალა ხულიგნობის ბრალდებით. ის შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG