Accessibility links

ჟენევაში იმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


დღეს ჟენევაში იმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. მიზანია, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დასავლეთი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, რაც ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალთან. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს მაშინ, როცა ირანი აცხადებს, რომ მისი პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მხარეების წინა შეხვედრა ჟენევაში 10 დღის წინ გაიმართა, მაგრამ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG