Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 24 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 24 ადამიანი შეიწირა აფეთქებებმა, რომლებიც უმეტესწილად შიიტურ უბნებში მოეწყო. დაიჭრა ათობით ადამიანი. პოლიციის ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას სადრიის რაიონში, სადაც ბაზართან აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, არიან დაჭრილებიც. ერაყში ძალადობამ იმატა წლევანდელი აპრილიდან, ჩრდილოეთ ერაყში, სუნიტების საპროტესტო ბანაკის წინააღმდეგ უშიშროების ძალების ოპერაციის შემდეგ. გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ ძალადობამ 5500-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG