Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები აკრიტიკებენ ირანის პოლიტიკას ავღანელი ლტოლვილების მიმართ


უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია ირანის მიერ ავღანელი ლტოლვილების უფლებების დარღვევა. ანგარიში დღეს წარმოადგინეს ქაბულში. მასში ირანი გაკრიტიკებულია ათასობით ავღანელის დეპორტაციისათვის ქვეყანაში, რომელშიც საფრთხე რეალური და სერიოზულია. ანგარიშში მოყვანილია ბევრი ირანელი ლტოლვილის მონათხრობი, რომ წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ირანში, მაგრამ ბოლოხანს მათ სამშობლოში დაბრუნებას აიძულებენ. ამას გარდა, ახალ ავღანელ ლტოლვილებს, ვინც სამშობლოში ძალადობას გაურბის, ირანის ხელისუფლება უარს ეუბნება თავშესაფარზე. ანგარიშის ავტორები აღიარებენ, რომ ირანს მძიმე ტვირთი ერგო - ლტოლვილების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის უკვე სამი ათწლეული შეკედლების გამო.
XS
SM
MD
LG