Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში აფეთქებამ 10 ჯარისკაცი შეიწირა


ეგვიპტეში, სულ ცოტა, 10 ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით ჯარისკაცი დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი სინას ნახევარკუნძულზე მოხდა. ეგვიპტელი ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპნენ სამხედროები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ მოვალეობის შესრულების პროცესში და მიკროავტობუსით მიდიოდნენ ქალაქ არიშში. ივლისში ეგვიპტეში ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამად მურსის მმართველობის დამხობის შემდეგ, გააქტიურებული არიან ალ-ყაიდის მხარდამჭერი ექსტრემისტები. თავდასხმების ობიექტი ხშირად ხდებიან უშიშროების ძალების წევრები.
XS
SM
MD
LG