Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგობაზე პატიმრებს არ შეიწყალებენ


შეწყალების კომისიაში ცვლილებებია მოსალოდნელი, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ, რომელსაც სურვილი აქვს კომისიის შემადგენლობაში დარჩეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თავმჯდომარის პოსტი აღარ დაიკავოს. ელენე თევდორაძე განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით დებულება არ შეუმუშავებია. შესაბამისად, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატიმართა შეწყალება არ მოხდება. ელენე თევდორაძის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების თხოვნით 200-მდე პატიმრის განცხადებაა შესული.
XS
SM
MD
LG