Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარი პროკურორი თანამშრომლებს დაემშვიდობა


საქართველოს მთავარი პროკურორი თანამშრომლებს დაემშვიდობა. პროკურატურის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილმა შეაფასა პროკურატურის ერთწლიანი საქმიანობა, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მის შემცვლელს წარმატება უსურვა. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილს შეცვლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე. არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დატოვებდა. კბილაშვილი აპირებს, სამოქალაქო სექტორში განაგრძოს ივანიშვილთან ერთად საქმიანობა.
XS
SM
MD
LG