Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტი დააზარალა


ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ზუგდიდის რაიონის სოფლებში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ერთი სრულად დაინგრა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა დევნილთა კომპაქტურ საცხოვრებლებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია მუშაობს. ქარმა, რომლის სიჩქარე წამში 29 მეტრს შეადგენს, ქუთაისში პარლამენტის შენობის ადმინისტრაციული კორპუსის მინის კარი დაამსხვრია. უამინდობამ გამოიწვია ენერგომომარაგების შეზღუდვაც. კომპანია ”ენერგოპრო ჯორჯიის” ინფორმაციით, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 ათასამდე აბონენტს. კომპანიის ცნობით, ტექნიკური ბრიგადები ინტენსიურად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ენერგომომარაგება ეტაპობრივად აღდგება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG