Accessibility links

logo-print

მალალა იუსაფზაის სახაროვის სახელობის პრემია გადასცეს


ევროპის პარლამენტში გაიმართა პაკისტანელი გოგონას, მალალა იუსაფზაისთვის სახაროვის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონია. 16 წლის მალალა გოგონების განათლების უფლებისათვის იბრძვის. მან განაცხადა, რომ პრემიის მიღება არის „დიდი პატივი“, რომელიც წაახალისებს, გააგრძელოს თავისი ძალისხმევა. ევროპის პარლამენტმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ მალალას ანიჭებს სახაროვის სახელობის პრემიას ბავშვთა განათლების უფლებისათვის მისი ბრძოლის აღსანიშნავად. 2012 წლის ოქტომბერში თალიბებმა თავში ესროლეს მალალას, როცა ის სკოლიდან შინ ბრუნდებოდა. ამ თავდასხმამდე, მან ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის დაუწერა ბლოგი, რომელშიც ასახულია ცხოვრება თალიბანის ძალადობის პირობებში და გამოთქმულია მხარდაჭერა გოგონების განათლების უფლების მიმართ. სახაროვის სახელობის პრემია, რომელსაც ევროპის პარლამენტი ანიჭებს ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს, 50 000 ევროს ფულად ჯილდოს ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG