Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 29 ადამიანი იმსხვერპლა


ერაყში, სულ ცოტა, 29 ადამიანი იმსხვერპლა აფეთქებებმა, რომელთა უმრავლესობაც ბაღდადის შიიტურ უბნებში მოეწყო. დაიჭრა ათობით ადამიანი. ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ბაღდადის სადრიის რაიონში, სადაც ბაზართან აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, არიან დაჭრილებიც. ერაყში ძალადობამ იმატა წლევანდელი აპრილიდან, ჩრდილოეთ ერაყში სუნიტების საპროტესტო ბანაკის წინააღმდეგ უშიშროების ძალების ოპერაციის შემდეგ. გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ ძალადობამ 5500-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG