Accessibility links

ჟენევაში შეიკრიბნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილეები


ჟენევაში შეიკრიბნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილეები: ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის) წარმომადგენლები. მოლაპარაკების ამ რაუნდს წინ უსწრებდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გაფრთხილება, რომ ირანი ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს,ბირთვული პროგრამით სარგებლობის უფლებიდან. ხამენეიმ ტელმიმართვაში აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ ისლამური რესპუბლიკის „წითელ ხაზებს“. ჟენევის მოლაპარაკებაზე შეკრებილების მიზანია, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დასავლეთი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ურანის 20%-მდე გამდიდრება, რაც ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალთან. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს მაშინ, როცა ირანი აცხადებს, რომ მისი პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მხარეების წინა შეხვედრა ჟენევაში 10 დღის წინ გაიმართა, მაგრამ შეთანხმების გარეშე დასრულდა.
XS
SM
MD
LG