Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის დანიშვნას


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის თაობაზე. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტს: „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს ახალი მთავრობის თითოეულ წევრს იმ დიდ ნდობას, რაც მათ ქვეყნის პარლამენტმა გამოუცხადა. ვუსურვებ ახალ აღმასრულებელ გუნდს წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში“. მანამდე მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG