Accessibility links

logo-print

სამარშრუტო ტაქსებშიც გავრცელდება შეღავათები სოციალურად დაუცველებისთვის


სატრანსპორტო შეღავათები სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველ პირებზეც გავრცელდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 20 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ამასთან დაკავშირებით თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ბიუჯეტით განისაზღვრა 300 000 ლარი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების სამარშუტო ტაქსებში სატრანსპოტო შეღავათებისათვის დაიხარჯება. სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG