Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი 24 ნოემბერს გააკეთებს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს შეაჯამებს და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. ბიძინა ივანიშვილს პარტიის ლიდერის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 21-დან 12-მდე შემცირდება. რაც შეეხება პარტიის გენერალურ მდივანს, ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე განიხილება. ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 20 ნოემბერს მას შემდეგ ამოეწურა, რაც პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG