Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ავღანეთმა შეთანხმებას მიაღწიეს უსაფრთხოების საკითხებზე


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ამერიკამ და ავღანეთმა ოთხშაბათს მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებში. ამ შეთანხმების მიხედვით რეგლამენტირებულ იქნება ამერიკელი სამხედროების ყოფნა ავღანეთში, მას შემდეგ, რაც 2014 წელს ავღანეთში დასრულდება ნატოს სამხედრო მისია. რა რაოდენობის ამერიკელი სამხედრო დარჩება ავღანეთში ჯერჯერობით უცნობია. ჯონ კერის სიტყვებით, მათი რიცხვი „შეზღუდული“ იქნება: „მათი მისია ძირითადად შემოიფარგლება ავღანელი სამხედროების სწავლებით, არანაირ მონაწილეობას არ მიიღებენ ამერიკელი სამხედროები საბრძოლო ღონისძიებებში“, - განაცხადა ჯონ კერიმ. ამასთანავე, შეთანხმების პროექტის მიხედვით, როგორც ამერიკის მედიასაშუალებები წერენ, სამხედრო კონტინგენტს, რომელიც ავღანეთში დარჩება, შესაძლებლობა ექნება ჩაატაროს ანტიტერორისტული ღონისძიებები ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG