Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრმა პრემიერს წარუდგინა მთავარი პროკურორის შემცვლელის კანდიდატურა


მთავარი პროკურორის თანამდებობიდან არჩილ კბილაშვილის გათავისუფლების წარდგინებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. დღესვე თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრემიერს წარუდგინა ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა. თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლებამდე არჩილ კბილაშვილს გადადგომის განცხადებით მიმართა თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მწარიაშვილის 20 ნოემბრით დათარიღებული განცხადება დღეს დაკმაყოფილდა.
XS
SM
MD
LG