Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყში, ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხუთშაბათს მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 30 ადამიანი, 45 პირი დაშავდა. დანაღმული ავტომანქანა ხალხმრავალ ბაზარზე აფეთქდა ქალაქ სადიაში, დიიალას პროვინციაში. ძალადობრივი აქტების რაოდენობა ერაყში მკვეთრად გაიზარდა აპრილის შემდეგ, მას მერე, რაც პოლიციამ რემიდი მოაწყო სუნიტების მასობრივი გამოსვლების წინააღმდეგ. სუნიტები თვლიან, რომ მათ სდევნიან, მთავრობა კი, რომელიც შიიტური პარტიებისგან შედგება, ამას შემწყნარებლურად უდგება. მხოლოდ ოქტომბერში ძალადობის მსხვერპლი ერაყში ათასი ადამიანი გახდა.
XS
SM
MD
LG