Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დაინიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის ბრძანებას. ხელმოწერამდე ირაკლი ღარიბაშვილს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმართა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან არჩილ კბილაშვილის გათავისუფლების წარდგინებით და მის ნაცვლად ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა წარუდგინა. თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლებამდე არჩილ კბილაშვილს გადადგომის განცხადებით მიმართა თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მწარიაშვილის 20 ნოემბრით დათარიღებული განცხადება დღეს დაკმაყოფილდა.
XS
SM
MD
LG