Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილი დანიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად


საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დანიშნა. განკარგულება გიორგი მარგველაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "დაინიშნოს ირინე იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად", - ნათქვამია განკარგულებაში. იმერლიშვილს, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა, დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე შეუწყდება.
XS
SM
MD
LG