Accessibility links

logo-print

საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონპროექტს


„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რომელიც სფრთხეს შეუქმნის ან დააკნინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას. კანონპროექტის თანახმად, ძეგლის სტატუსის მოხსნა განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამარტივდეს. ეს კი საზოგადოების ერთი ნაწილის შეშფოთების საგანია. საზოგადოების ამ ნაწილს, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ხელოვნებათმცოდნეებს დღეს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია სამინისტროში დისკუსიაზე იწვევს. თავის მხრივ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ მხარდაჭერილ პეტიციას პარლამენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG