Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი არ აპირებს შეთანხმების ხელმოწერას ვაშინგტონის დაწესებულ ვადებში


ავღანეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი უარყოფს აშშ-ის მოწოდებას, წლის ბოლომდე მოაწეროს ხელი უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას. აიმალ ფაზაის თქმით ავღანეთი არ ცნობს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ვადებს. უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გზას უხსნის აშშ-ს, რათა ათასობით სამხედრო მოსამსახურე შეინარჩუნოს ავღანეთში მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს ქვეყანას ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალები დატოვებენ. ხუთშაბათს ავღანეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ორმხრივ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება მომავალი წლის ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე. ამის პასუხად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ არც ბარაკ ობამას მიუღია გადაწყვეტილება ამერიკის სამხედრო ქვეგანაყოფების ავღანეთში დატოვების თაობაზე. ქაბულში პარასკევს დასრულდება ლოი ჯირგა, დიდი ეროვნული კრება, რომელზეც ათასობით ავღანელი გავლენიანი საზოგადო მოღვაწე მსჯელობას შეთანხმების ტექსტზე, რომელიც დასამტკიცებლად მოგვიანებით ავღანეთის პარლამენტს გაეგზავნება. განსაკუთრებით დავის საგანია შეთანხმების პროექტის ის პუნქტი, რომელიც ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საქმეების მხოლოდ ამერიკის მართლმსაჯულების მიერ განხილვას შეეხება.
XS
SM
MD
LG