Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვეს სამართლიანობის უმაღლესი ორდენით


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა იურისტთა მსოფლიო ასოციაციამ. ივანიშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები პაატა ცნობილაძე და კიმ კორლი და იურისტთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი. ამავე ინფორმაციით, იურისტთა მსოფლიო ასოციაცია წელიწადში ერთხელ, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ორ საერო და სასულიერო პირს. სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მინიჭებული აქვთ დიდი ბრიტანეთის დედოფალს და რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს.
XS
SM
MD
LG