Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში 48-მდე გაიზარდა სუპერმარკეტში დაღუპულთა რიცხვი


რიგაში, სულ ცოტა, 48 ადამიანი, მათ შორის სამი მეხანძრე დაიღუპა სუპერმარკეტის ჭერის ჩამონგრევის შედეგად. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას. ლატვიის დედაქალაქის მერის, ნილს უსაკოვსის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ 30-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. დაშავებულია, სულ ცოტა, 36 ადამიანი. ჭერი ჩამოინგრა ხუთშაბათს საღამო ხანს, როცა სუპერმარკეტში ბევრი ხალხი იყო. მიმდინარეობს ინციდენტის მიზეზების გამოძიება.
XS
SM
MD
LG