Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საჭიროდ მიიჩნევს ავღანეთთან უსაფრთხოებაზე შეთანხმების წელსვე გაფორმებას


ვაშინგტონში აუცილებლად მიიჩნევენ ავღანეთთან ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერას მიმდინარე წლის ბოლომდე. ამის შესახებ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ. წინა დღეს, ხუთშაბათს, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ შეერთებულ შტატებთან ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა შესაძლოა გადაიდოს 2014 წლის აპრილში ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის. უსაფრთხოების შესახებ ამ შეთანხმებით გამიზნულია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი ავღანეთში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის დასარჩენად მას შემდეგ, რაც ავღანეთს 2014 წლის ბოლოს დატოვებს უცხოელი სამხედროების უმრავლესობა.
XS
SM
MD
LG