Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანთან მოლაპარაკებაზე შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა


გერმანიის საგნარეო საქმეთა მინისტრი, გიდო ვესტერველე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად ჟენევაში ჩავიდა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებეზე, თვლის, რომ ირანთან მოლაპარაკებაზე შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. მისივე თქმით, „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, მაგრამ „შანსი რეალისტურია“. მოლაპარაკება ჟენევაში შაბათსაც გაგრძელდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის და ირანის საგარეო საქმეთა მინსტრის, ჯავად ზარიფის მონაწილეობით. იტყობინებიან, რომ მათ, „წინსვლას“ მიაღწიეს. ჩინეთის მედია, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოლაპარაკება „დასასრულის ფაზაში შევიდა“. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და გერმანია ირანთან მართავენ ჟენევაში მოლაპარაკებათა მეორე რაუნდს და თეირანს სანქციების შერბილებას სთავაზობენ მისი ბირთვულ პროგრამის ზოგიერთი ელემენტის გაუქმების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG