Accessibility links

უკრაინის ქალაქებში ხალხი ქუჩაში გავიდა ქვეყნის ევროინტერგაციისთვის მხარდაჭერის გამოსახატად


რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა კიევის ქუჩებში, დამოუკიდებლობის მოედანზე და მთავრობისგან მოითხოვა, შეცვალოს პოზიცია ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ, შეჩერდეს მოლაპარაკება ევროპის კავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. მიტინგზე იყო ოპოზიციის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო, რომელმაც განაცხდა, რომ ხალხს სურს, რომ მთავრობამ ვილნიუსის სამიტზე ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ხელშეკრულებას. მილიცია შეცადა მათ შევიწროებას. ევროინტეგრაციის მომხრეთა გამოსვლები გაიმართა უკრანის სხვა ქალაქებშიც, ივანოვო ფრანკოვსკში, ლვოვში, ასევე ლუგანსკში. ხელმოწერის პირობა ბრიუსელის მხრიდან იყო საპატიმროში მყოფი იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ გერმანიაში გაშვება. პარლამენტმა შესაბამის კანონს მხარი არ დაუჭირა.
XS
SM
MD
LG