Accessibility links

logo-print

სირიის არმიის ავიათავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა


ორმოცზე მეტი ადამიანი დაიხოცა სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ ალეპოში, ამ ქვეყნის არმიის საჰაერო დარტყმის შედეგად. დახოცილთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. დაშავდა ათობით პირი. ცნობით, ექვსამდე დარტყმა მიაყენეს იმ არეალებს, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული. უფრო ადრე, შაბათს, ტარტუსის პროვინციაში, თავდასხმა განხორციელდა ეროვნული შერიგების საკითხთა მინისტრ ალი ჰაიდარიზე, რომელიც გადარჩა. ამავე დროს, სირიის მთავრობის ინკოგნიტო წყარომ სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ მანქანაზე თავდასხმისას, მინისტრი მასში არ იმყოფებოდა. სირიის გარშემო შაბათს ჟენევაში მოილაპარაკეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილმა, ლაჰდარ ბრაჰიმიმ.
XS
SM
MD
LG