Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერი "პატივს არ სცემს" გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსულთ


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა ეგვიპტიდან თურქეთის ელჩის გაძევების შემდეგ, რომ მისი მთავრობა არასოდეს „სცემს პატივს“ სამხედროთა მიერ „დასმულ“ მმართველებს. ეგვიპტის ხელისუფლებმა თურქეთის ელჩს ქვეყნის დატოვება თხოვეს და განაცხადეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვის შესახებ. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთი დაადანაშაულა თავის საშინაო საქმეებში ჩარევაში. მოგვიანებით, თურქეთმა ეგვიპტის ელჩი ამ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად, არასასურველ პირად გამოაცხადა. ეგვიპტის ეს მოქმედება გამოიწვია თურქეთის პრემიერის მხრიდან ეგვიპტის არჩეული პრეზიდენტის, მურსის ჩამოგდების მიმართ კრიტიკამ. მურსის ისლამისტები უჭერენ მხარს. თურქეთი თვლის, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო. ერდოანმა ქალაქ ტრაპიზონში გამოსვლისას „შემართა“ ხელი "რაბაას" ნიშნით, რომელსაც ეგვიპტეში მურსის მომხრეები იყენებენ.
XS
SM
MD
LG