Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში შეთანხმებას მიაღწიეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმებას მიაღწიეს ამ ქვეყნის და მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყნის (ეგრეთწოდებული 5+1) წარმომადგენლებმა თითქმის სამ დღიანი მოლაპარაკების შედეგად. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა, რომელიც მოლაპარაკებებზე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებს და გერმანიას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ შეთანხმება ორივე მხარის დათმობებს ითვალისწინებს. მათი რეალიზების კონტროლი დაეკისრა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს. შეთანხმებით, ირანი ვალდებულია, ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ელემენტი შეაჩეროს დასაწყისითვის ექვსი თვით, საპასუხოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციები შერბილდება. აშშ-ის და სხვა სახელმწიფოთა ლიდერები მიესალმნენ მოლაპარაკების შედეგით დასრულებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თქვა, რომ შეთანხმებაში ლაპარაკია არსებით შეზღუდვებზე, რომლებიც თავიდან აგვაცილებთ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას. დასავლეთში ეჭვი აქვთ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ესწრაფვის. თეირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ შემდეგი განაცხადა: ჟენევის „მოლაპარაკების შედეგი ისაა, რომ ხუთი პლუს ერთმა, ანუ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა, აღიარეს ირანის ბირთვული უფლებები“. ჟენევაში მიღწეული შეთანხმების გამო ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ისტორიული მიღწევა კი არა არამედ "ისტორიული შეცდომაა".
XS
SM
MD
LG