Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტმა აშშ-თან შეთანხმების პირობები წამოაყენა


ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ წამოაყენა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მოაწერს ის ხელს აშშ-თან უსაფრთხოების ხელშეკრულებას. კარზაის სურს, რომ საერთაშორისო ჯარმა შეწყვიტოს ავღანელთა ბინებში და სახლებში შეჭრა, და თანამშრომლობა ავღანეთში მტკიცე მშვიდობის დამყარების საქმეში. კარზაიმ ილაპარაკა ლოია ჯირგას, უხუცესთა დიდი კრების დასრულების დროს. ჯირგამ, თავის მხრივ მხარი დაუჭირა აშშ-თან ხელშეკრულებას და სურს, რომ რაც შეიძლება მალე მოეწეროს მას ხელი. ავღანეთიდან საერთაშორისო ჯარი 2014 წელს უნდა გავიდეს. ხელშეკრულება აშშ-ის არმიას შესაძლებლობას მისცემს დარჩეს ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG