Accessibility links

logo-print

ავღანეთში, მალულად ქორწინების სურვილის გამო, მოკლეს ახალგაზრდა წყვილი


კვირას ჩრდილოეთ ავღანეთში მოკლეს 20 წლის გოგონა და ახალგაზრდა კაცი, რომლის ასაკიც უცნობია. მიღებული ცნობების თანახმად, მკვლელობის მიზეზი იყო მათი სურვილი, მალულად ექორწინათ. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეგიონის უხუცესებმა გადაწყვიტეს და განკარგულება გასცეს მოეკლათ ახალგაზრდა წყვილი. მის თანახმად, წყვილს მიაგნეს გოგონას ნათესავებმა, როცა ისინი მანქანით მიმალვას ცდილობდნენ. ქალთა საკითხთა ადგილობრივმა უწყებამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ახალგაზრდების მოკვლა, რომლებსაც დაქორწინება სურდათ, ადგილობრივმა უხუცესებმა გადაწყვიტეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოიძიება.
XS
SM
MD
LG