Accessibility links

გამოძიება დაიწყო ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილის გარდაცვალების ფაქტზე


სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გარდაცვალების ფაქტზე. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ალექსანდრე დანელიამ ტაბელური იარაღით მოიკლა თავი. ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
XS
SM
MD
LG