Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს


„საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს“, - ამის შესახებ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მეურნე ადამიანი, ვინც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე. "ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არა ისეთი ხალხი, რომელიც ჯერ საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს და ბოლოს ფიქრობს ხალხზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას შესახებ ისაუბრა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, დავით ნარმანია ჭეშმარიტი პოლიტიკოსის სახეა. "დავით ნარმანია არის აკადემიური, დალაგებული და დაბალანსებული ემოციების ადამიანი. ის არის სახე იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG