Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ზეიმობენ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას


ირანში ზეიმით შეხვდნენ ჟენევიდან დაბრუნებულ ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების მონაწილეებს, რომლებმაც შეთანხმება დადეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიასთან. ირანული გაზეთების პირველი გვერდები მიესალმებიან მიღწეულ შეთანხმებას. დღეს ყოველდღიური ლიბერალური გაზეთი „ეტემაადი“ გამოვიდა სათაურით: „აქ, ირანში ყველა ბედნიერია“. კვირა დილით, ჟენევაში ირანმა და ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას, პირველ საფეხურს, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დავის მოგვარებაში. შეთანხმებით, ირანი ვალდებულია, ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ელემენტი შეაჩეროს, დასაწყისისთვის ექვსი თვით, საპასუხოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციები შერბილდება.
XS
SM
MD
LG