Accessibility links

logo-print

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერობის კანდიდატს პრაიმერით გამოავლენს


"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატს პრაიმერის საშუალებით გამოავლენს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. გასულ კვირაში თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. კოალიციის სახელით მერის პოსტის დასაკავებლად გაისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იბრძოლებს. ორშაბათს თბილისის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის „კალიგულას პონი“ უწოდა დავით ნარმანიას და განაცხადა, რომ მან, როგორც მინისტრმა, „თბილისს ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი წაართვა“.
XS
SM
MD
LG